დაჩქარებული ტემპით მიდის წმინდაწყალი-მელიქიშვილის დამაკავშირებელი 550 მეტრიანი გზის მშენებლობა.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა” ახორციელებს, პროექტის მიხედვით უკვე დასრულებულია მიწის სამუშაოების 80%, გაკეთდა 1200მმ 2მილი, აგრეთვე აშენდა 14 მეტრიანი ხიდი მდინარე მეჯუდაზე, ამჟამად მიმდინარეობს 22 მეტრიანი ხიდის მშენებლობა მდინარე ფშანზე.
პროექტი რომელიც დაფინანსებულია 800000 ლარით ითვალისწინებს 550 მეტრიან მონაკვეთზე ააშენოს 2 სადრენაჟე მილი და 2 ხიდი,აგრეთვე მოიყვანოს მიწის ვაკისი ასფალტის დაგებისთვის საჭირო კონდიციამდე, ასფალტის სამუშაოებზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. როგორც პროექტის ინჟინერმა განაცხადა სამუშაოების დასრულებას თებერვლის ბოლომდე გეგმავს.
ბადრი ციქუბაძე