წმინდაწყალი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე…

2014-04-02 13.43.54გორში, სულ ორიოდე თვეა ბაზარი წმინდაწყალზე გადავიდა და თავისი ,,ფერადი“ კვალი უკვე დაატყო გარემოს, პოლიეთილენის პარკები მოფენილია მდინარე მეჯუდას მთელს სანაპიროზე, იმის გამო, რომ ქარსაცავი ზოლი განადგურებულია, ქარს ნაგვის ნაწილი მდინარე ფშანის აუზამდეც თავისუფლად მიაქვს. წყალსაწრეტი არხები ამოვსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რაშიც თავისი წვლილი ახლომდებარე დასახლებასაც შეაქვს. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფილია ადგილი, სადაც ქარს გადარჩენილი ნაგავი ღია წესით იწვება და  ჯერ ისე დაბინძურებულ ქალაქს მხუთავი, ტოქსიკური აირებით ჭარბად ამარაგებს. ასიოდე ძროხა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახობს, დაუბრკოლებლად  მოგვეწოდება მათი რძე მაწონი და ყველი მაღაზიებისა თუ კერძო დამტარებლების საშუალებით. იმედია დაინტერესდებიან აღნიშული პრობლემით შესაბამისი სამსახურები და ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო ბუნების მიმართ არაჯეროვან, მომხმარებლურ დამოკიდებულებას.

2014-04-02 13.43.32

2014-04-02 13.44.02 2014-04-02 13.44.40 2014-04-02 13.45.29

2014-04-02 13.47.03

ბადრი ციქუბაძე

 

გორში წმინდაწყალი-მელიქიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

??????????დაჩქარებული ტემპით მიდის წმინდაწყალი-მელიქიშვილის დამაკავშირებელი 550 მეტრიანი გზის მშენებლობა.

??????????მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა” ახორციელებს, პროექტის მიხედვით უკვე დასრულებულია მიწის სამუშაოების 80%, გაკეთდა 1200მმ 2მილი, აგრეთვე აშენდა 14 მეტრიანი ხიდი მდინარე მეჯუდაზე, ამჟამად  მიმდინარეობს 22 მეტრიანი ხიდის მშენებლობა მდინარე ფშანზე.

პროექტი რომელიც დაფინანსებულია 800000 ლარით ითვალისწინებს 550 მეტრიან მონაკვეთზე ააშენოს 2 სადრენაჟე მილი და 2 ხიდი,აგრეთვე მოიყვანოს მიწის ვაკისი ასფალტის დაგებისთვის საჭირო კონდიციამდე,  ასფალტის სამუშაოებზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.  როგორც პროექტის ინჟინერმა განაცხადა  სამუშაოების დასრულებას თებერვლის ბოლომდე გეგმავს.

??????????

ბადრი ციქუბაძე

30 აგვისტოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნა

fe5c8964-f524-42ac-aუგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე გორში სასტუმრო ვიქტორიაში აღინიშნა, სადაც თავი მოიყარეს, როგორც დაკარგულთა ნათესავებმა ასევე, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

,,ყოველწლიურად ასი ათასობით პირი განიცდის საყვარელი ადამიანებისგან მოწყვეტის ტკივილს. ეს ოჯახები გვეუბნებიან, რომ მათ ყველაფერზე მეტად სჭირდებათ იცოდნენ თუ რა ბედი ეწიათ  გაუჩინარებულ ნათესავებს -სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ამ შეკითხვაზე პასუხის მოძიება შეუძლებელია. თუმცა გარდა ამ სურვილისა, მათ ბევრი სხვა საჭიროებაც ექმნებათ“, – განაცხადა მარიან პეკასომ, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ხელმძღვანელობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე მომუშავე გუნდს“.

იხილეთ სრულად

აქცია პარლამენტთან გენდერული თანასწორობის მოთხოვნით

15 მაისს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ ,,გენდერული თანასწორობის ქსელი“ და ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ გამართეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება-  ,,აირჩიე დემოკრატია“.

 DSCN2313ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობის, პარლამენტის და მთავრობის წევრების ინფორმირება გენდერული თანასწორობის, გენდერული კვოტირებისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმებზე.

აქციას საქართველოს ყველა კუთხიდან შეუერთდნენ ჟურნალისტები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამგეობების და საკრებულოს წარმომადგენლები, მათ შორის აქციას შიდა ქართლიდან 50 მონაწილე ესწრებოდა. მოეწყო თეატრალიზებული დადგმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასორმოცდაათმა ადამიანმა- 75 მამაკაცი და 75 ქალი, რაც სიმბოლურად უკავშირდება დეპუტატთა რაოდენობას პარლამენტში.

,, ხუთი წლის წინ ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება და შეაგროვა 35000 ხელმოწერა, რითაც თქვა, რომ გვინდა ქვეყანაში მიღწეულ იქნას გენდერული თანასწორობა. ჩვენ დღეს მივმართავთ პარლამენტს, რომ მიიღოს ქართველი ხალხის ნება და მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის მიღწევას ქვეყანაში, აირჩიოს ის დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“.- განაცხადაგენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელმა მანანა მებუკემ.

საქართველოს პარლამენტს ჯერჯერობით არ უმსჯელია 32 400 მოქალაქის მოთხოვნაზე, ამიტომ ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს სიმბოლური ხელმოწერები და შეახსენეს პარლამენტს გენდერული თანასწორობის ხელისშემწყობი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვალდებულება.

ღონისძიება გაიმართა „გენდერული თანასწორობის ქსელის“ ორგანიზებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ბადრი ციქუბაძე